saqarTvelos tbebi - amtyelis tba

მდებარეობა გულრიფშის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°05`42` ჩ. გ. 41°17`54` ა. გ.
ფართობი 0.58 კმ²
საშუალო სიღრმე 0.58 მ
მაქსიმალური სიღრმე 64 მ
აუზის ფართობი 153 კმ²

 

სინონიმი: აზანთა.

ტბა გულრიფშის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 507 მ. ზედაპირის ფართობი 0,58 კმ², აუზისა - 153 კმ², სიღრმე 64 მ. წლის განმავლობაში წყლის დონის მკვეთრი მერყეობის გამო (30-35 მ) ცვალებადია ტბის ზედაპირის ფართობი და სიღრმე. ამტყელი წარმოიშვა 1891 წლის 3 ოქტომბერს, როცა მთა პატარა შხაპაჭის ფერდობის ჩამოქცევის შედეგად აქ გზა ჩაეხერგა მდინარე ამტყელს.

ამტყელი საზრდოობს თოვლითა და წვიმით. წყლის დონე მაღალია გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში, დაბალია - ზამთარში. ტბას ერთვის მდინარე ამტყელი. ამტყელის წყალი ცივია, ზაფხულობით ზედაპირზე მისი ტემპერატურაა 18-20 °C, ფსკერთან 5 °C. იყინება მხოლოდ სუსხიან ზამთარში.

ამტყელში ბინადრობს კალმახი, წვერა, ტობი, ფრიტა და სხვა თევზი.